სპორტის მენეჯმენტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე სპორტის მენეჯმენტი. 

კურსი განკუთვნილია სპორტული ასოციაციების, ფედერაციების, კლუბების და სკოლების მენეჯერების, მოქმედი მმართველებისა და მართვით დაინტერესებული პირებისათვის. 

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ ორგანიზაციების შედეგიანობის გაუმჯობესება და ეფექტიანი და ეფექტური მართვა.

პროგრამის შინაარსი: 

მენეჯმენტის მოდული

1. სპორტის ორგანიზაციებს მართვა 

  • სპორტის ორგანიზაციების სახეობები 
  • სპორტის ორგანიზაციების მართვის პრინციპები 
  • სპორტის ორგანიზაციების მართვის ინდიკატორები 
  • სპორტის ორგანიზაციების მონიტორინგი და შეფასება 

2. ბიზნესის მართვის საფუძვლები 

  • ბიზნესის სტრატეგიები
  • SMARTკონცეფცია, SWOT ანალიზი
  • CSF შეფასების კრიტერიუმები

3 . ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები 

  • სპორტის ორგანიზაციის ფინანსური მართვა
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
  • მოგება-ზარალისა და ფულადი სახსრების ანგარიშგება და ბიუჯეტი
  • მომგებიანობის დათვლა, ფასნამატი და მოგების მარჟა

4. მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები 

  • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები
  • მარკეტინგული გარემოს ანალიზი 
  • კონკურენტული სტრატეგიები მარკეტინგში
  • სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

5. სამართლებრივი ასპექტები სპორტში  

  • პერსონალის მართვის არსი და პრინციპები 
  • პერსონალის მოზიდვა და შერჩევა 
  • სპორტის ორგანიზაციაში სამუშაოს ანალიზი და სპეციფიკაცია 
  • შრომის მოტივირება და კარიერის მართვა

    6. სტრატეგიული დაგეგმვა სპორტში 

    • სტრატეგიული გეგმის შემუშავება 
    • სამოქმედო გეგმა vs სტრატეგიული გეგმა 
    • წარმატების ინდიკატორები

    7. ფონდების მოძიება სპორტში 

    • დაფინანსების მოძიების გზები სპორტში
    • ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და სპორტი
    • სპორტის საპროექტო დაფინანსება

    პოლიტიკის მოდული


    9. სპორტის სოციო-ეკონომიკური განვითარება და აქტორები 

    • სპორტის პოლიტიკის შემუშავება 
    • სპორტის მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტები 
    • ადვოკატირება
    • სპორტის რეგულირების საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა
    • სახელმწიფო და დაინტერესებული მხარეები
    • სპორტი და პოლიტიკა

     10. ოლიმპიური ქარტია და თანამედროვე ოლიმპიზმი 

    • ოლიმპიური ქარტიის მნიშვნელობა 
    • თანამედროვე ოლიმპიზმის განვითარება 

    კომუნიკაციების მოდული 

    11. კომუნიკაციის შესავალი 

    • შესავალი სპორტულ კომუნიკაციაში
    • სპორტული კომუნიკაციის მოდელები
    • სპორტული მასმედია: გამომცემლობა, ელექტრონული და ახალი მედია
    • ციფრული კომუნიკაცია და სოციალური მედია სპორტში
    • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კრიზისული კომუნიკაცია სპორტში

    12. ღონისძიების მართვა

    • სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა 
    • სტადიონების და სხვდასხვა ადგილების მართვა 
    • უსაფრთხოებისა ნორმები და წესრიგის დაცვა  

    13. ციფრული კომუნიკაცია სპორტში

    • ციფრული მედიის არხები
    • კრიზისული კომუნიკაცია დიჯითალში

    პროფესიული უნარების მოდული 

    14. პროფესიული უნარები 

    • საჯარო გამოსვლის სტრუქტურა
    • საჯარო გამოსვლის ვერბალური და არავერბალური კომპონენტები
    • პრეზენტაციის უნარების დამხმარე ტექნიკური საშუალებებიმასტერკლასების მოდული 

    პროგრამის ფარგლებში, თითოეული მიმართულებით მოწვეული იქნებიან დამატებითი გესტ-სპიკერები და დარგის ექსპერტები, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს. 

    სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

    კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე.

    ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში 19:00-დან 22:00-მდე და შაბათ-კვირას, 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე.  

    წავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სპორტის მენეჯერის სერტიფიკატი (SMC).

    სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

    ნიკა აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

    ცოტნე ხეცურიანი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)
    საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ვროცლავის (პოლონეთი) უნივერსიტეტის
    პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.
    2015 წლიდან იკვლევს სპორტის ადგილსა და როლს საერთაშორისო პოლიტიკაში.

    გიორგი თურქიასრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

    ანატოლი კორეპანოვი -  სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, გააჩნია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2016 წლიდან, მოწვეული ლექტორის და ტრენერის სტატუსით, აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის: საჯარო პოლიტიკა და ადვოკატისებრა, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და სხვა. გააჩნია კვლევითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება, არის რამდენიმე კვლევის ავტორი. მონაწილეობა მიუღია სპორტის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველო“ თანადამფუძნებელი.

    ირაკლი ნაკაიძე სფფ-ის სპორტული ღონისძიებების მენეჯერიუეფას მატჩების დელეგატი20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საფეხბურთო მენეჯერია.  2015 წელს წარმატებით გაიარა UEFA- საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამა (UEFA Certificate in Football Management  University of Lausanne), ხოლო 2019 წელს ამავე უნივერსიტეტის სადიპლომო კურსი დაასრულა.  2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2007 წლიდან ჩართულია სფფ-ის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაშირეგულარულად მონაწილეობს ეფას თუ ფეხბურთის მმართველი სხვა ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 2010 წლიდან არის უეფას მატჩები დელეგატი და უეფას სერტიფიცირებული მატჩების მენეჯერი. 2018 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას ფეხბურთის მენეჯმენტის სფეროში.

    ანანო გორგოძეგამოცდილი აკადემიური საბჭოს წევრი განათლების მენეჯმენტში მუშაობის ისტორიით. მისი გამოცდილება მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე კერძო და საჯარო სექტორს. მისი ექსპერტიზა ფარავს პერფორმანსის და ხარისხის შეფასების სტრატეგიებს, განათლების პოლიტიკასა და მენეჯმენტს, ლიდერობასა და საჯარო გამოსვლებს. მისი სამაგისტრო ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო მმართველობას უკავშირდება; ხოლო მეორე მაგისტრის ხარისხი მას ლონდონის სამეფო კოლეჯში აქვს მოპოვებული განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ამჟამად ჩართულია სადოქტორო სწავლებაში და მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთკავშირი.

    მაკო მეტრეველი - სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი; კავკასიის მედია სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის მაგისტრი. კომპანია ტრიფეტას და ტრიფექტა სპორტის დამფუძნებელი. 14 წლიანი მუშაობის გამოცდილება სპორტის და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. 

    ემზარ ზენაიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, გენერალური მდივანი; ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრი; სპორტულ ჟურნალისტთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი

    გუგა კაჭახიძე - პროფესიით იურისტი, 2008 წელს დააფუძნა საფეხბურთო სააგნეტო „FA PLAYERS AGENTS“, განხორციელებული აქვს არაერთი საერთაშორისო საფეხბურთო ტრანსფერი, 2008-2015 წლებში იყო ფიფას მიერ ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტი, ამჟამად არის საქართველოს და ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების მიერ რეგისტრირებული საფეხბურთო მენეჯერი. წარმოადგენს საქართველოს ერვონული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების (ოთარ კიტეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა ლობჟანიძე და ა.შ.) ინტერესებს.  ასევე, სხვადასხვა დროს კონსულტაციებს უწევს საფეხბურთო კლუბებს სასტრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით.  მის კომპეტენციაში შედის კლუბებთან და ფეხბურთელებთან მოლაპარაკებების წარმოება, სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფა, ფეხბურთელის კარიერის განვითარების დაგეგმვა და შედგომი უზრუნველყოფა. 

    ქეთი გოლიაძე -  ბრენდინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების რეგიონული მენეჯერი - ევოლუშენის საქართველოს და სომხეთის სტუდიებისაქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ერთობლივი პროექტის "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ლექტორიქეთი გოლიაძეს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში კომუნიკაციების მიმართულებით.

    სალომე ბენიძე - ასისტენტ პროფესორი;  სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (ბაკალავრიატი) და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით (მაგისტრისტრატურა).
    მუშაობდა და დღემდე მუშაობს საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე მასმედიაში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენცის მონაწილე. სალომე არის ცნობილი მწერალი და მთარგმნელი.

    მაკა სეხნიაშვილისაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის, საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. GIPA-ს ასისტენტ- პროფესორი,  ფსიქოლოგიის მაგისტრი. პრაქტიკული გამოცდილება: სოციოლოგი (მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით), კომუნიკაციის მენეჯერი (23 წლიანი გამოცდილებით).

    აქვს გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში; ახორციელებს კვლევებს  სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  დაკვეთით.  არის რამდენიმე კვლევის ავტორი და კითხულობს ლექციებს კვლევის მეთოდებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებსა და კრიზისული კომუნიკაციებში.

    ბუბა ცირეკიძეპროგრამების ხელმძღვანელი, კომპანია "HEKS EPER Caucasus", 15+ წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიაში. აქვს USAID-ის, ქართულ და საერთაშორისო ბიზნეს სექტორებში და EU/TACIS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. 10+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროებში USAID/Winrock International-თან, USAID/CORE International-თან, Niccolo M-ის კომპანიებთან და GT Mobile-თან. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია მარკეტინგის სფეროში, მათ შორის უახლესია: Sound Marketing Plays Important Role not only for a Business, ყოველწლიურ ჟურნალში "SAKHE (L) EBI", 2007 წ.  

    პროგრამის ღირებულება: 2200 ლარი

    გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

    I ეტაპი – 1600 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

    II ეტაპი – 600 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

    ფასდაკლების სისტემა

    პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

    ინდივიდუალური ფასდაკლება:

    1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

    2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

    კორპორატიული ფასდაკლება:

    იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

    1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

    2. ოთხი თანამშრომელი – 15%

    3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

    *მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

    გადახდა:

    გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

    საბანკო რეკვიზიტები:

    • სს „ თიბისი ბანკი“
    • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის  17 მარტი.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. სწავლა დაიწყება 2024 წლის 25 მარტის კვირაში.  

    შერჩევის კრიტერიუმები:

    • მოტივაცია
    • კომუნიკაციის უნარი

    *სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

    გიორგი შუბლაძე

    კოორდინატორი


    ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

    ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge

    მობ: +995 595 599 655